logo
ENG



მედვედევი იმუქრება, რომ უკრაინას "გიგანტურ დამდნარ ადგილად" გადააქცევს

14 სექ 202420:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/14/z6o0w0bls7ujdsw.jpg

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, იმუქრება, რომ თუ აშშ და ბრიტანეთი უკრაინას რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმისთვის დასავლური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს, კიევს "გიგანტურად დამდნარ ადგილად" გადააქცევს.

მედვედევის თქმით, კრემლს ბირთვული იარაღის გამოყენების "ფორმალური"  ნიადაგი უკრაინის კურსკში შეჭრის შემდეგ აქვს და მოსკოვი ამ საკითხს "მოთმინებით" უყურებს.

''ბირთვული კონფლიქტი ნამდვილად არავის სჭირდება [...] ბირთვული პასუხი უკიდურესად რთული გადაწყვეტილებაა შეუქცევადი შედეგები'', - თქვა მედვედევმა.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტრამერმა ვაშინგტონში დასავლეთის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა შეძლებს რუსეთზე ნაწილობრივი ბრიტანული წარმოების Storm Shadow-ის რაკეტებით შეტევას.


close დახურვა